27 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
სახალხო ზეიმი რუსთაველზე - რა სანახაობა მოუმზადეს სტუმრებს

სახალხო ზეიმი რუსთაველზე დაგეგმილზე ერთი საათით ადრე დაიწყო. დედაქალაქის მთავარ გამზირზე სტუმრებიც ადრე მივიდნენ და სივრცის მომზადება მასპინძლებმაც გამთენიისას დაიწყეს. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებას ლოზუნგით "ევროპისკენ", პანდემიის შემდეგ, მართლაც ევროპული დღესასწაულის იერი ჰქონდა.

ღვინის ქვეყანა ღვინის კუთხის გარეშე წარმოუდგენელია. სივრცე დეგუსტაციისთვის ახალგაზრდა მეღვინეების მონაწილეობით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოაწყო.

საკუთარი სივრცე ყველაზე მწვანედ გარემოს დაცვის სააგენტომ მორთო. დამთვალიერებლის ყურადღებას იქცევდა ყვავილებით გაფორმებული სუფრა, რომელსაც ბროლის ჭაღები ანათებდა.

თანამედროვე ტექნოლოგიები იმდენად დაიხვეწა, რომ დამთვალიერებელი დღეს რუსთაველიდან პირდაპირ დაშბაშის კანიონზე აღმოჩნდა.

ინოვაციური ტექნოლოგიებით სტუმრების გაკვირვებას ტრადიციულად ცდილობდა ტექნოპარკი.

ტრადიციული სამოსი დღეს დედაქალაქის მერიამ გამოფინა. კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კულტურული და სპორტული ღონისძიებები დაგეგმა. განათლების სამინისტრო შემეცნებითი აქტივობებით იყო გამორჩეული. საგარეო საქმეთა სამინისტროს კი ყველაზე სიმბოლური მიგნება ჰქონდა - გიფი სტუმრების, ნოე ჟორდანიას და 26 მაისის მთავარი დოკუმენტის მონაწილეობით.

დღის ამბები