27 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
მთავრობა პარლამენტში - ვის მოუსმენენ ხვალ პოლიტიკოსები ინტერპელაცის წესით და რა საკითხებზე იქნება მსჯელობა

პარლამენტში, 27 მაისის სხდომის დღის წესრიგი დატვირთულია. პარლამენტარები ინტერპელაციის წესით - ირაკლი ღარიბაშვილს, ილია დარჩიაშვილს, ლევან დავითაშვილსა და რატი ბრეგაძეს მოუსმენენ.

სხდომას პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი გახსნის, ის პარლამენტში "ქართულმა ოცნებამ" დაიბარა და მისგან დამატებითი ინფორმაცია, ევროკავშირში საქართველოს განაცხადის შესახებ აინტერესებთ. ამ საკითხის გარშემო აპირებს კითხვების დასმას ოპოზიციაც.

საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ, ტრიბუნას უკვე მთავრობის ხელმძღვანელი დაიკავებს. რა ღონისძიებებს ახორციელებს მთავრობა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის, ქვეყნაში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის და მათი წარმომადგენლების მიერ სანქციების რეჟიმის დარღვევა არ მოხდეს - ეს არის შეკითხვა, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში უპასუხებს. ოპოზიციის განცხადებით, პრემიერთან კითხვები ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზეც ექნებათ.

ინტერპელაციის წესით, პარლამენტში ეკონომიკის მინისტრსაც მოუსმენენ. ლევან დავითაშვილი საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" მოთხოვნის შესაბამისად მიდის და უპასუხებს კითხვებს, როგორც ინფლაციის საკითხზე, ასევე, იმ გავლენაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე რეგიონში მიმდინარე პროცესებმა მოახდინა.

საკანონმდებლო ორგანოში ბოლოს იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ. რატი ბრეგაძე პარლამენტში "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიბარა და მისგან ინფორმაცია პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კუთხით აინტერესებთ. კითხვები აქვს მმართველ პარტიასაც.

მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის მოსმენას, დღეს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას ხვალინდელ სხდომაზე კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.

რეგლამენტის მიხედვით, მინისტრი ვალდებულია საინტერპელაციო კითხვებს პლენარულ სხდომაზე უპასუხოს. სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 12 საათზე დაიწყება.

დღის ამბები