თურქეთში, ანტალიის პროვინციაში იშვიათი ზღვის კუების ბუდობის პერიოდი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, აკრძალვა დაწესდა რამდენიმე პლაჟზე, სადაც ზღვის თავკომბალა კუები ღამით კვერცხებს დებენ.
ჩირალის, ოლიმპოსის და პატარის პლაჟებზე 20:00 საათიდან მზის ამოსვლამდე სანაპიროებზე ყოფნა აკრძალულია. დამრღვევებს დიდი ჯარიმები ემუქრებათ.
როგორც კი კუები კვერცხებს დადებენ, ამ ტერიტორიებს შემოღობავენ და გამაფრთხილებელ ნიშნებს დადგამენ, გასულ წელს ანტალიის პლაჟებზე კვერცხის ასეთი 316 ბუდე იყო, საიდანაც 17 ათასი პატარა კუ დაიბადა.