27 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ენტონი ბლინკენი ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ენტონი ბლინკენი ულოცავს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ქართველ ხალხს მთელი სიღრმით ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი და რუსული ოკუპაციის მიუხედავად აჩვენებს სიმტკიცეს ევროატლანტიკური მისწრაფებისკენ.

შეერთებული შტატები გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს.

"ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 30-ი წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და აყვავებული მომავლის ასაშენებლად.კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთან პარტნიორობასთან დაკავშირებით," - წერია განცხადებაში.

დღის ამბები