ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს აზრით, შანსი იმისა, რომ უკრაინა მალე გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, არც ისე დიდია.
"ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას არ მოსწონს ეს იდეა. ეს, ასევე უსამართლო იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც გაცილებით დიდხანს ელოდნენ კანდიდატის სტატუსს.
ევროკომისიამ ჯერ უნდა უპასუხოს კიევის მთავრობის თხოვნას, გახდეს წევრობის კანდიდატი, შემდეგ კი, მთავრობის მეთაურები გადაწყვეტენ, მოხდება თუ არა ეს. არის შესაძლებლობა, რომ უკრაინა გახდეს პოტენციური კანდიდატი, მათ უთხრეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამ სტატუსის მისაღებად. ეს ადრეც მოხდა ბოსნიასთან, რაც დაეხმარება უკრაინის მთავრობას, არ იყოს დემოტივირებული,"- აღნიშნა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
რუტეს თქმით, უკრაინა "ძალიან შორს" იყო კანდიდატობისგან რუსეთის შეჭრამდე. უკრაინის მსგავსად, რუტე ასევე ვერ ხედავს ევროკავშირის წევრად მოლდოვას უახლოეს მომავალში.
ევროპის კონტინენტის ყველა ქვეყანას აქვს უფლება გაწევრიანდეს ევროკავშირში იმ პირობით, რომ მათ დააკმაყოფილონ პირობები. ევროპელი ლიდერები ადრე ამბობდნენ, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია. რუტეს თქმით, ეს უფრო "ემოციური" იყო, ვიდრე "კანონიერი" განცხადება.
აღსანიშნავია,რომ მომავალ კვირას უკრაინასთან დაკავშირებით, ევროპელი ლიდერების დამატებითი სამიტი გაიმართება.