გაეროს ჟენევის რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომელმა, ბორის ბონდარევმა, უკრაინის წინააღმდეგ პუტინის მიერ დაწყებული ომი დაგმო და თანამდებობა დატოვა.
მან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უკვე აცნობა საგარეო უწყებას, შემდეგ კი განმარტება გააკეთა როგორც საერთაშორისო მედიასთან, ისე სოციალურ ქსელშიც.
41 წლის რუსი დიპლომატი ვარაუდობს, რომ მას ახლა კრემლი მოღალატედ მიიჩნევს, რადგან ომს სისხლიანი და სულელური უწოდა და განმარტავს, რომ ამ სირცხვილში მონაწილეობა არ სურდა.