27 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ენტონი ბლინკენი, ილია დარჩიაშვილს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

მისალოც წერილში ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ შტატები მტკიცედ რჩება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული. მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული, მშვიდობიანი, ევროატლანტიკური და წარმატებული მომავლისკენ სწრაფვას.

"ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას, გლობალურ და რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებით კრემლის აგრესიის ფონზე. შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - წერს ბლინკენი.

დღის ამბები