27 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
"თუ საერთაშორისო პარტნიორები და არასამთავრობო სექტორი 2012 წლამდე არ აკრიტიკებდა სასამართლო სისტემას, დღეს ეს მითუმეტეს გაუგებარი და მიუღებელია" - სოზარ სუბარი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი ამბობს, რომ რაზეც ოპონენტები ხელისუფლებას აკრიტიკებენ, არ არის რამე კონკრეტული რეფორმა, არამედ არ მოსწონთ კონკრეტული გვარები. მისი თქმით თუ 2012 წლამდე არცერთი ადამიანის სანქცირებაზე არ იყო საუბარი, არასამთავრობოების და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, დღეს ეს მითუმეტეს გაუგებარი და მიუღებელია.

"ასეთი ხმაური იყო ატეხილი "რუსთავი 2-ის" საკუთრების საქმესთან დაკავშირებითაც. ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, სადაც ლაპარაკი იყო ჩარევაზე სიტყვის თავისუფლების სფეროში, თუმცა საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ქართული სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

რაშიც გვაკრიტიკებენ ჩვენი ოპონენტები, ეს არის არა რამე კონკრეტული რეფორმა, არამედ საბოლოოდ დაიწყება გამოკითხვა თუ რა არ მოსწონთ სასამართლო რეფორმის ნაწილში, ისინი მიდიან კონკრეტულ გვარებამდე, რომ კონკრეტული გვარი არ მოსწონთ.

თუ 2012 წლამდე არცერთი ადამიანის სანქცირებაზე არ იყო ლაპარაკი და სხვათაშორის, არც არასამთავრობო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურობენ დღევანდელი სასამრთლო სისტემის წინააღმდეგ და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნორები არ აკრიტიკებდნენ სასამართლო სისტემას, დღეს მითუმეტეს გაუგებარი და მიუღებელია ეს განცხადებები.

დღეს ეს მითუმეტეს გაუგებარი და მიუღებელია" - აცხადებს სოზარ სუბარი.

დღის ამბები