27 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
მივა თუ არა პრემიერი პარლამენტში - "ლელო" ღარიბაშვილს 27 მაისს ინტერპელაციის წესით იბარებს

"ლელოს" წარმომადგენლები, ინტერპელაციის წესით, 27 მაისს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრს იბარებენ. ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მთავარი მიზანია საზოგადოებამ, პირველ რიგში კი საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ პასუხი კითხვაზე: რამდენად არის დაცული დღეს საქართველო იმისგან, რომ არ გახდეს რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების ასარიდებლად "შავი ხვრელი".

"ამ კითხვაზე თავის არიდება და საზოგადოების უპასუხოდ დატოვება და თავის არიდება ალბათ ხვდებით პოლიტიკურად რა მძიმე განაცხადი იქნება,"- აცხადებს ნაცვლიშვილი.  

უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია აუილებლად გაწბილებული დარჩება. 

"ინტერპელაცია არის მექანიზმი, რომელიც არის განსაზღვრული ჩვენი ქვეყნის რეგლამენტით, შესაბამისად, დადგენილია პროცედურებიც და განსაზღვრულია, მიუხედავად წინასწარ გაჩენილი კოცონებისა ოპოზიციის მხრიდან, დარჩებიან გაწბილებულები. მოემზადონ ახლა იმის ასახსნელად, როგორ შეიძლება ტექნიკურად ახსნან, რატომ გახდება საქართველო შავი ხვრელი სანქციების მხრივ,"- აცხადებს სარჯველაძე. 

დღის ამბები