ომი გარდამტეხ ფაზაში შედის. ყველაზე ცხელი წერტილი ახლა 2014 წლის შემდეგ კვლავ აღმოსავლეთ უკრაინა და დონბასის რეგიონია. აგრესორებს უკრაინული არმია ლუჰანსკისა და დონეცკის მისადგომებთან იგერიებს, თუმცა ოკუპანტების ბალისტიკური რაკეტები მშვიდობიან მოსახლეობამდე მაინც აღწევს.
12 დაღუპული და 20-მდე დაჭრილი - ასეთია უკანასკნელი მძიმე ავიაიერიშის შედეგი ლუჰანსკის ოლქში.
ვინ უნდა დაასრულოს ომი? ის უკრაინას არ დაუწყია, თუმცა პრეზიდენტი ზელენსკი ფიქრობს, რომ სწორედ მის ქვეყანას აკისრია ომის დასრულების ვალდებულება.