სამხედრო დანაშაულები, რომელსაც აგრესორი ქვეყანა ვერ მალავს. "კურიერმა" უკრაინის ქალაქ ირპენში იმ ქუჩას მიაკვლია, სადაც მთელი თვის განმავლობაში რუსი სამხედროები იყვნენ გამაგრებული. მათ ამ ქუჩაზე დაიკავეს სახლები და ადგილობრივების წინააღმდეგ მიმართულ ბრძანებებს სწორედ აქედან გასცემდნენ.
ადგილობრივები "კურიერს" ომის დანაშაულის არაერთი ფაქტის შესახებ უყვებიან.
"დღეში ერთხელ გავდიოდით, გვაკონტროლებდნენ, მოჰყავდათ ადამიანები თავზე ტომრებით და ხელებშეკრული, სცემდნენ, დაკითხვას უწყობდნენ და ოთახებში კეტავდნენ, თითებს აჭრიდნენ, შემდეგ უკანა ქუჩაზე მიჰყავდათ და ცხრილავდნენ. ხანდახან საათობით აჩერებდნენ აქ ხალხს.
აქედან გაიცა ბრძანება საევაკუაციო კოლონისთვის ცეცხლის გახსნის თაობაზე, ხალხი დახოცეს, მესმოდა ამ ბრძანების ხმა, რაციაში თქვეს. განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ იმ კაცების მიმართ, ვინც ლუჰანსკსა და დონეცკში 2014 წლის შემდეგ იბრძოდნენ," - აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი ვიტალი.
რამდენად მძიმეა ვითარება ადგილზე და როგორია მოსახლეობის განწყობა ამის შესახებ კურიერში 9 საათზე ვრცელ სიუჟეტს იხილავთ.