27 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
"აზოვსტალიდან" ყველა მებრძოლის ევაკუაცია განხორციელდება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუაციის პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პრეზიდენტის თქმით, "აზოვსტალიდან" ევაკუაციის სტრუქტურა და პროცესი რთულია.

"დღეის მდგომარეობით გაყვანილია ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ქარხანაში იყო ბლოკირებული. ქარხნის მახლობლად მყოფი ან მარიუპოლში მყოფი სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დიდი ხნის წინ დაიწყო. მშვიდობიანი მოქალაქეები, ექიმები, დაჭრილები გამოიყვანეს. ამ მომენტში, როცა ვსაუბრობთ, ვიცი, რაც ხდება. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, არც დღეებში, უახლოეს პერიოდში დასრულდება ყველას გამოყვანა",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, მარიუპოლის აბსოლუტურად ყველა დამცველი გმირი ხალხია და მათ ეცნობათ, რომ აქვთ სრული უფლება, გამოვიდნენ ქარხნიდან და გადაარჩინონ სიცოცხლე.

მისი თქმით, "აზოვსტალიდან" ევაკუაციის სტრუქტურა და პროცესი რთულია.

დასავლელ პარტნიორებს იარაღი ვთხოვეთ ქარხნის ტერიტორიის სამხედრო გზით განბლოკვისთვის, ხოლო შემდეგ, როდესაც გამოაშკარავდა, რომ "აზოვსტალის" განბლოკვა შეუძლებელი იყო სამხედრო გზით, მათ ევაკუაციაში ჩართვისკენ მოვუწოდეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ განბლოკვით დაკავდებიან შუამავლები, დასავლელი პარტნიორები. მოველაპარაკე თურქეთს, შვეიცარიას, ისრაელს, როცა დავინახეთ, რომ მისი განბლოკვა სამხედრო გზით შეუძლებელი იყო," - განაცხადა პრეზიდენტმა. 

დღის ამბები