27 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
"ევროპისკენ" - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მზადება დაიწყო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მზადება დაიწყო. "ევროპისკენ" – სწორედ ეს სიტყვა იქნება 26 მაისის მთავარი გზავნილი.

დედაქალაქი რამდენიმე ღონისძიებას უმასპინძლებს, მთავარი კი თავისუფლების მოედანზე გაიმართება, სადაც რამდენიმე ასული წვევამდელი სამხედრო ფიცს დადებს.

კიდევ ერთი ლოკაცია, რომელზეც დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო კომპონენტი იქნება წარმოდგენილი, რუსთაველის გამზირია. მოქალაქეებს აქ იმ სამხედრო შეიარაღების დათვალიერება შეეძლებათ, რომლითაც ქართული ჯარია აღჭურვილი. სტენდები დედაქალაქის მთავარ გამზირზე სხვა სამინისტროებსაც ექნებათ.

26 მაისის ყველა ღონისძიებას, ერთი მთავარი გზავნილი აქვს - ევროპისკენ. საქართველო ცდილობს ამით კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ ქვეყანა ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სიმბოლურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მომღერლები, ოპერისა და ბალეტის სოლისტები, სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი და ანსამბლი ერისიონი მიიღებს.

დღის ამბები