27 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
დანიის სამეფომ საქართველოში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო

დანია საქართველოში საელჩოს ხსნის. ეს ინფორმაცია დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდიმ ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

"მოხარული ვარ, რომ შევხვდი ჩემს კოლეგას, ილია დარჩიაშვილს ტურინში და სიახლის შესახებ ინფორმაცია პირადად მივაწოდე. 

ბრძოლა სტაბილურობისა და დემოკრატიისთვის აღმოსავლეთის ფრონტის ქვეყნებში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ",- წერს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფოდის შეხვდა. იეპე კოფოდიმ ილია დარჩიაშვილს ინფორმცია საელჩოს გახსნის შესახებ პირადად გააცნო. 

დღის ამბები