27 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ კიბერშეტევები, სხვადასხვა ქვეყნიდან ხორციელდება და აშკარად კოორდინირებულია - ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინმა კიბერ უსაფრთხოების საკითხზ უშიშროების საბჭო მოიწვია. რუსეთის პრეზიდენტი რამდენიმე ქვეყანას კოორდინირებულ, კიბერ თავდასხმებში ადანაშაულებს. მას კონკრეტული სახელმწიფო არ დაუსახელებია.

"რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, საინფორმაციო სივრცეში რეალური ომი დაიწყო, კიბერშეტევების რაოდენობა გაცილებით გაიზარდა. რუსეთის ფედერაციის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების, სოციალურად მნიშვნელოვანი პორტალების, ქსელების გათიშვის მიზნით მიზანმიმართული მცდელობები ხდება. კიბერშეტევები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნიდან არის განხორციელებული, ისინი აშკარად კოორდინირებულია. ინდივიდუალურად ჰაკერებს, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება არ შეუძლიათ, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებები. კიბერაგრესია რუსეთის წინააღმდეგ ჩაიშალა, მოსკოვი ამ თავდასხმებისთვის მზად იყო. აუცილებელია, უცხოური პროგრამებისა და აღჭურვილობის გამოყენებისას რისკების შევამციროთ",- აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

დღის ამბები