ბორჯომთან ახლოს, მწვანე მონასტრის ტერიტორიასთან, ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. არის მსხვერპლი. მოსწავლეები დღეს "ბოლო ზარს" აღნიშნავდნენ.
როგორც "კურიერმა" გაარკვია, მანქანაში 4 მოსწავლე იმყოფებოდა, საიდანაც ერთი - 17 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. დანარჩენი 3 კი ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში გადაჰყავთ.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა "კურიერს" განუცხადა, ერთ-ერთი მოსწავლე გოგონა მათთან მრავლობითი დაზიანებებითუკვე შეიყვანეს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტორი: მაია იველაშვილი