27 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის წარმომადგენლები გერმანელ ჟურნალისტებთან და ტუროპერატორებთან ერთად, ქვემო ქართლსა და კახეთს ესტუმრნენ

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის წარმომადგენლები გერმანელ ჟურნალისტებთან და ტუროპერატორებთან ერთად, ქვემო ქართლსა და კახეთს ესტუმრნენ - "აი თი ბი" ბერლინის წარმომადგენლებს ტურიზმის ადმინისტრაციამ უმასპინძლა. 2023 წელს, საქართველო ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

"საქართველოში პირველად ვარ, ძალიან მომეწონა ბუნება, მწვანე მდელოებიდან თოვლით დაფარული მთები მოჩანს, ძალიან მინდა მთებში ვიმოგზაურო, რადგან ახალგაზრდობაში მთამსვლელი ვიყავი. შევამჩნიე, რომ ისეთ დატვირთულ ქალაქში, როგორიც თბილისია, ხალხი ძალიან მეგობრულია, ყველა ცდილობს დაგეხმაროს. სანამ აქ ჩამოვიდოდი მითხრეს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში და მე საქართველოში ვიზიტის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ასეა," - ამბობს გერმანელი ჟურნალისტი მანფრედ რუთნერი.

"ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი შეხვედრები გვქონდა ქართველ ტუროპერატორებთან, ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ თქვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი გერმანულად მოსაუბრე გიდი გყავთ. გერმანელი ტურისტებისთვის საქართველოში ძალიან ბევრი საინტერესო შეთავაზებაა. ეს არის მაღალი დონის სასტუმროები, ბუნება, აგრეთვე ქართული სამზარეულო და ღვინო," - აცხადებს ლუბე ბეჰრე, ტუროპერატორი გერმანიიდან.

დღის ამბები