27 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ.

რატი შურღაია უკრაინის ქალაქ იზუმთან დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, მან ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და კანტუზია განუვითარდა, მაგრამ მკურნალობა არ დაასრულა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება განაგრძო, რის გამოც მდგომარეობა გართულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

დღის ამბები