ომის 85-ე დღე უკრაინაში - რუსეთის ძალები მთელი ღამის განმავლობაში შეტევას ახორციელებდნენ სუმის რეგიონში.
რუსული საჰაერო იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა ხერსონის ერთ-ერთ სოფელში.
უკრაინული მხარის ცნობით, გასულ დღე-ღამეში 15 მოქალაქე ემსხვერპლა რუსეთის მხრიდან თავდასხმებს დონეცკის ოლქში.
ოკუპანტებმა დაბომბეს 46 დასახლება და გაანადგურეს ათობით შენობა, მათ შორის სკოლები და საბავშვო ბაღი.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს.
ვრცელდება ინფორმაცია რუსი ჟურნალისტებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრესტურის დაგეგმვის შესახებაც.
შეერთებული შტატების საელჩო კი კიევში კიდევ ერთხელ გაიხსნა და მუშაობას განაგრძობს. სენატმა უკრაინის ელჩად დაამტკიცა ბრიჯეტ ბრინკი.
სასურსათო დახმარების ფარგლებში კი ვაშინგტონი უკრაინისთვის დამატებით 215 მილიონ დოლარს გამოყოფს.