27 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
კანადამ ვლადიმერ პუტინს და მისი გარემოცვის 1000-მდე პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

კანადამ რუსეთის პრეზიდენტსა და მასთან დაახლოებულ 1000-მდე პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ Twitter-ზე, კანადის საზოგადოებრივი და უსაფრთხოების მინისტრმა განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინის რეჟიმის სასტიკი თავდასხმის ფონზე, კანადა უკრაინის გვერდით დგას, ხოლო რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულებების გამო.

რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა ავსტრალიამაც, სიაშია 11 ფიზიკური პირი და 12 ორგანიზაციაა შესული.

საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება 2022 წლის მარტში 32 პროპაგანდისტის წინააღმდეგ მიღებული ზომების საფუძველზე მიიღეს.

დღის ამბები