27 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
"ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ძალიან გულშემატკივრობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, შესაბამისად შეხვედრის დროს განწყობაც არის მსგავსი - დარჩიაშვილი

 

ბრიუსელში გამართული შეხვედრები შეაფასა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ძალიან გულშემატკივრობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, შესაბამისად განწყობაც მასთან შეხვედრის დროს არის მსგავსი.

,,კონკრეტული განვითარების სცენარზე დღეს ვერ ვისაუბრეთ, რადგანაც იცით, რომ ეს იქნება ფართო კონსენსუსის საგანი და ჩვენი მოლოდინი არის რომ საქართველომ მიიღოს ის შედეგები, რომელსაც ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ. ჩვენი ქვეყნის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი გვაძლევს იმის მოტივაციას, რომ ჩვენ მივიღოთ ის კონკრეტული შედეგი, რასაც ველოდებით. ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის საუბარი, რომ 3 ასოცირებული ქვეყნის ერთიანობა, მათთვის წახალისების მიღება ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება შეხვედრას ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, როგორც ცნობილია ქალბატონი პრეზიდენტი ძალიან ღიად საუბრობს ჩვენი ქვეყნების ევროპულ პერსპექტივაზე და მასთან შეხვედრა ძალიან იმედისმომცემი და ძალიან საინტერესოა," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები