27 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
აუცილებელია გადამწყვეტი ქმედება საქართველოში ლგბტქ პირთა უფლებების დასაცავად - გაერო, ევროკავშირი და საქართველოში სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების ერთობლივი განცხადება

აუცილებელია გადამწყვეტი ქმედება საქართველოში ლგბტქ პირთა უფლებების დასაცავად - ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც გაერო, ევროკავშირი და საქართველოში სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები აქვეყნებენ.

განცხადებაში გამოთქმულია წუხილი, რომ ისევე როგორც წინა წლებში, უსაფრთხოების მოსაზრებები ხელს უშლის საქართველოს მოქალაქეებს ღიად გამოხატონ სოლიდარობა ლგბტქ თემის მიმართ და ხმა აიმაღლონ ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ.

განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება, აღკვეთოს დისკრიმინაცია და ძალადობა და უზრუნველყოს მოქალაქეთა შესაძლებლობა ღიად და საჯაროდ აღნიშნონ ეს დღე.

დღის ამბები