27 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა

ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე ნატოში გამართავს. 

შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება იქნება.

დღის ამბები