27 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები, გვექნება განხილვა ჩვენს მიერ წარდგენილი კითხვარის ირგვლივ - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მას შეხვედრები ექნება ნატოს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვადაზე ადრე დავამთავრეთ კითხვართან დაკავშირებით მუშაობა. კიდევ ერთხელ მინდა ყველა საჯარო მოხელეს მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული, მინისტრებს, ყველას, მთელ მთავრობას, ყველა უწყებას, პარლამენტს, რომ დროულად მოხდა კითხვარის შევსება და ევროკავშირისთვის წარდგენა. ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, უმაღლეს დონეზე. ასევე მექნება შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. ასე რომ, ამ შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გავაცნობთ," – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.



დღის ამბები