27 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქციები დღეს ბათუმში, ქუთაისსა და გორში გაიმართა

ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა დღეს ბათუმში, ქუთაისსა და გორში. ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოხატეს მთავარი არხის დამფუძნებლის მიმართ და სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონო უწოდეს.

მედიის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. მათ სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის დევნა და ტელევიზიაზე ზეწოლა.

ცნობისთვის, "რუსთავი 2-ის" საქმეზე "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ აღიარა.

ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მოსამართლემ მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადააკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 322-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. კახა დამენიას მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმად 50 000 ლარი დაეკისრა.

დღის ამბები