27 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეიდან ბრიუსელში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. ილია დარჩიაშვილი შეხვდება კოლეგებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან.

საუბარი შეეხება ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს, ქართული მხარის მიერ შევსებულ კითხვარსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.

პირველი ქართველი დიპლომატის ვიზიტი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში 18 მაისს დასრულდება.


დღის ამბები