უკრაინაში ომის სამოცდამეცხრამეტე დღეა. კიევის სასამართლოში დღეს ომის დანაშაულის საქმეზე პირველი რუსი ჯარისკაცის პროცესი იწყება.
ბრალდებული, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგება, სატანკო დივიზიის მეთაური, 21 წლის ვადიმ შისი მარინია. ის 62 წლის უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაშია ბრალდებული და ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია.სერჟანტი სუმის ოლქში იბრძოდა, როდესაც მან 28 თებერვალს, ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო ავტომობილს.
"მტერი განაგრძობს საარტილერიო და საჰაერო თავდასხმებს მარიუპოლზე, თავისი ძალისხმევის ფოკუსირება მოახდინა ჩვენი ჯარების დანაყოფების ბლოკირებაზე "აზოვსტალის" ქარხნის მახლობლად. ქალაქზე სრული კონტროლის დასამყარებლად და უკრაინელი დამცველების წინააღმდეგობის ჩასახშობად ის იყენებს სტრატეგიულ ავიაციას.
მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა მოიგერიეს მტრის თვრამეტი შეტევა. მტერს დანაკარგები აქვს სხვა რაიონებშიც. არსებული ინფორმაციით, მათ დამატებით საარტილერიო დანაყოფები გადაჰყავს ბრიანსკის რეგიონის სასაზღვრო რაიონებში, რათა გაზარდოს დაბომბვა უკრაინის სახელმწიფო საზღვართან მდებარე ჩერნიგოვის რეგიონის დასახლებებზე,"-აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ალექსანდრ სტუპუნი.
"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში. დარტყმების შედეგად განადგურდა 170-ზე მეტი მოწინააღმდეგე, დაზიანდა 40 ერთეული სამხედრო ტექნიკა. ხარკოვის ოლქის დოლინას დასახლების მიდამოში, დღის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებით განადგურდა S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემის გამშვები, განადგურდა ხუთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი,"-აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სსპიკერი იგორ კონაშენკოვი.