27 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ქართული ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობას აღნიშნავს

ქართული ეკლესია დღეს ერთდროულად ორ დღესასწაულს აღნიშნავს - იხსენებს ანდრია პირველწოდებულის და ზეიმობს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს. დღესასწაულებთან დაკავშირებით მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.

საგანგებო ღვთის მსახურება დილის 10:00 საათიდან მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გაიმართება.

საქართველოში ქრისტიანობის თავდაპირველად შემოტანას სწორედ ანდრია მოციქულს უკავშირებენ. რაც შეეხება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობას - ამ დღეს ქვეყანა უკვე მეოთხე წელია აღნიშნავს.

12 მაისი ქვეყანაში უქმედ არის გამოცხადებული.

დღის ამბები