27 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
რუსეთი არ თანხმდება "აზოვსტალიდან" უკრაინელი მებრძოლების ევაკუაციის არც ერთ შეთავაზებას, სამხედრო დებლოკადისთვის საჭირო იარაღი კი ჯერ არ გვაქვს - ზელენსკი

რუსული მხარე არ თანხმდება აქამდე შეთავაზებულ არცერთ ვარიანტს "აზოვსტალიდან" უკრაინელი სამხედროების ევაკუაციასთან დაკავშირებით, უკრაინულ მხარეს კი ჯერჯერობით არ აქვს ის იარაღი, რომელიც ქალაქისა და კონკრეტულად ქარხნის სამხედრო გზით დებლოკადისთვის აუცილებელია, - ეს  განცხადება  უკრაინის პრეზიდენტმა,  ვოლოდიმირ ზელენსკიმ მალტის პარლამენტში გამოსვლის დროს გააკეთა.

"ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო დიპლომატიურ ინსტრუმენტს უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად, მაგრამ რუსეთი არც ერთ შეთავაზებას არ თანხმდება.

ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვთხოვეთ საჭირო იარაღი მარიუპოლის განსაბლოკად, მაგრამ ზუსტად ის იარაღი, ზუსტად იმ მოცულობით, რომელიც ამისთვისა საჭიროა, ამჟამად ხელმისაწვდომი არაა," - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

აპრილის ბოლოს უკრაინულმა მხარემ გაეროსა და "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, მშვიდობიანი მოქალაქეების, რომლებიც "აზოვსტალის" ქარხნის ბუნკერებში აფარებდნენ თავს, ევაკუაცია შეძლო. 

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ვიცე პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ "აზოვსტალიდან" ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცები გაიყვანეს, თუმცა წინასწარი შეფასებით, მშვიდობიანი მოქალაქეები კვლავ რჩებიან ქარხნის ბომბის თავშესაფრებში.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევაკუაციის მეორე ეტაპზე ევაკუაცია მიმდინარეობს, ექიმების და დაჭრილების გადასარჩენად.

უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდლობაში აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლება მუშაობს მარიუპოლის ქარხანა "აზოვსტალიდან" დაჭრილი ჯარისკაცების, ექიმებისა და სამხედროების გამოყვანაზე და გრძელდება მუშაობა მათ შორის "extraction" პროცედურაზეც.

ამჟამად მარიუპოლის დამცველთა შორის არიან

ცალკეული სპეციალური დანიშნულების რაზმი - "აზოვი";
უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთორმეტე ბრიგადა;
საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადა
მესაზღვრეები;
პოლიციელები;
მოხალისეები;
მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვის წევრები.

დღის ამბები