უკრაინის პირველი პრეზიდენტი, ლეონიდ კრავჩუკი დღეს, 10 მაისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ უკრაინული მედია, ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით წერს.
ლეონიდ კრავჩუკის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ერთი წელია მნიშვნელოვნად იიყო დამძიმებული და მან გულზე ოპერაციაც გაიკეთა.
იგი, 1991-1994 წლებში, დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი იყო.
რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინთან და დამოუკიდებელი ბელორუსის პირველ ლიდერ, სტანისლავ შუშკევიჩთან ერთად, კრავჩუკმა მონაწილეობა ბელოვეჟის შეთანხმების ხელმოწერაში მიიღო, რომელმაც სსრკ-ს არსებობა დაასრულა.
2020 წლის ივლისში, ლეონიდ კრავჩუკი ხელმძღვანელობდა უკრაინის დელეგაციას, დონბასზე სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში. მან ამ პოსტზე, უკრაინის მეორე პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა შეცვალა.