27 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობისთვის" სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, მთავარ საკითხად რჩება - როგორია სახელისუფლებო გუნდის პოზიციები

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას "ნაციონალური მოძრაობა" დადებითად აფასებს, თუმცა პარტიის დღის წესრიგში კვლავ რჩება მთავარი მოთხოვნა - ექს-პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

ყოფილმა სახელისუფლებლო პარტიამ, საპარლამენტო ტრიბუნა დღეს, სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ გამოიყენა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ეს "ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილაა - პარტიის წევრებმა ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის უცხოურ კლინიკაში გადასაყვანად თავმდებში ჩადგომა შესთავაზეს.

ოპოზიცურმა პარტიამ,ორივე მოთხოვნაზე დღეს, სახელისუფლებლო გუნდისგან უარი მიიღო. "ქართული ოცნება" ოპონენტებს ქართული კანონმდებლობის უკეთ გაცნობას ურჩევს, ვინაიდან ის მსგავს პრეცედენტს არ უშვებს.

მიუხედავად ამისა, ამ მოთხოვნით, იუსტიციის მინისტრის სახელზე, უწყებაში წერილი მაინც შევიდა. 

დღის ამბები