27 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
65 წლის შემდეგ, ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე "ოტელო" ბრუნდება

65 წლის შემდეგ, ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, ვახტანგ ჭაბუკიანისა და ალექსი მაჭავარიანის "ოტელო" ბრუნდება.

ლეგენდარული საბალეტო დადგმის ახალი ვერსია, ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ ძველი დადგმით იხელმძღვანელეს, თუმცა 13 მაისს, მაყურებელი სრულიად ახალ "ოტელოს" იხილავს, სადაც ქართველ შემსრულებლებთან ერთად, უცხოელი მოცეკვავეეებიც იქნებიან წარმოდგენილნი, მთავარ პარტიას კი იტალიელი და კუბელი ბალერონები შეასრულებენ.

ლეგენდარული საბალეტო დადგმისთვის დეკორაცია და კოსტიუმები, სოლიკო ვირსალაძის ესკიზების მიხედვით შეიქმნა. მხატვარმა ნამუშევრები პირველი "ოტელოსთვის" შექმნა, შემორჩენილი ვიდეოარქივის საშუალებით კი ,  დავით პოპიაშვილმა კოსტიუმები აღადგინა.

სპექტაკლები ოპერისა და ბალეტის თეატრში, 22 მაისამდე გაგრძელდება. ბალეტის მიმდინარეობისას, სიმბოლურად ორკესტრს, ალექსი მაჭავარიანის შვილი, ვახტანგ მაჭავარიანი პაპუნა ღვაბერიძესთან ერთად უდირიჟორებს.

დღის ამბები