27 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
სურს თუ არა დასავლეთის გარკვეულ წრეებს მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში - ისაუბრებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო მედიასთან, "crediT suisse" - ის მიერ საბანკო ოპერაციების გაჭიანურების დეტალებზე

საერთაშორისო მედიაში, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, შვეიცარიული ბანკის მხრიდან ფინანსური ტრანზაქციების შეფერხებასთან დაკავშირებით, თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მმართველი პარტიის ნაწილი ეჭვობს, რომ პოლიტიკიდან წასული "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერის მიმართ მსგავსი ქმედება, შესაძლოა, დასავლეთში გარკვეული ძალების მხრიდან ზეწოლის ინსტრუმენტი იყოს იმ ფონზე, როდესაც უკრაინული პოლიტიკური ელიტა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ინტენსიურად მოუწოდებს.

საკუთარი თანაგუნდელების პოზიციას არ იზიარებს "ქართული ოცნების" მეორე ნაწილი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დღეს "კურიერთან" განმარტეს, რომ დასავლეთის პოლიტიკური ელიტა ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას სრულად იზიარებს. დეპუტატების თქმით, საქართველო, რეგიონში, შეერთებული შტატებისა და ევროპის მთავარი პარტნიორია, შესაბამისად, ისინი დეოკუპაციის მხოლოდ მშვიდობიან გზას უჭერენ მხარს.

იმას, რომ შესაძლოა დასავლეთშიც კი საქართველოს ომში ჩართვის მსურველები არსებობდნენ, არც საპარლამენტო ოპოზიციურ პარტია "გირჩში" გამორიცხავენ, თუმცა კანონმდებლების თქმით, ის ვინც სტრატეგიულ პარტნიორებში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, მათ რიცხვში ნამდვილად არ შედის.

კრიტიკული შეკითხვების ლეგიტიმურობას არც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გამორიცხავს. ირაკლი კობახიძის თქმით, " crediT suisse" მხრიდან მარტივი საბანკო ოპერაციების გაჭიანურების დეტალებზე, საერთაშორისო მედიასთან, სავარაუდოდ მალე თავად ბიძინა ივანიშვილიც ისაუბრებს. მმართველი გუნდის ლიდერი ფიქრობს, რომ ივანიშვილის შანტაჟის ინსტრუმენტად მსგავს მეთოდებს, შეუძლებელია ეფექტი ჰქონდეს.

როგორ გაგრძელდება "credit suisse" -ის და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობა, ამის შესახებ საზოგადოება, სავარაუდოდ, ყოფილი პრემირ-მინისტრის პრესკონფერენციის შემდეგ გაიგებს. ივანიშვილმა შევიცარიულ ბანკს ძველი უთანხმოების გამო სასამართლოში რამდენიმე ასეული მილიონი უკვე მოუგო.

დღის ამბები