27 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
საპორტო ქალაქი ოდესა სარაკეტო იერიშების მთავარ სამიზნედ იქცა - ოკუპანტები ტურისტულ ინფრასტრუქტურას და საკვების საწყობს ანადგურებენ

საპორტო ქალაქი ოდესა წუხანდელი ღამის შედეგ რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთხელ დაიბომბა. ოდესაში, ტურისტული ინფრასტრუქტურა განადგურდა - დანგრეულია 5 საცხოვრებელი სახლი, ძლიერი ხანძარი იყო საცხოვრებელ კორპუსებშიც, დაშავდა სამი ადამიანი. 

სარაკეტო დარტყმამ გაანადგურა გასართობი და სავაჭრო ობიექტებიც. დაიბომბა და სრულად განადგურდა 1200 კვადრატული მეტრის მოცულობის საკვების საწყობი, სადაც დიდი რაოდენობით მარაგები იყო . ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია - დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები. 

უკრაინის არმიის სამხედრო სარდლობა ამბობს, რომ ქალაქს ესროლეს ძველი, საბჭოთა პერიოდის 7 რაკეტა. პუტინი არ ღალატობს სიმბოლოებს, თეთრ სახლში "ლენდ ლიზზე" ხელმოწერის შემდეგ, მოსკოვის ბრძანებით დაიბომბა ,,ნიუ იორკი" - ასე ეწოდება პატარა სოფელს უკრაინაში - დონეცკის ოლქში. 

აგრესორები განაგრძობენ ისტორიული ძეგლების განადგურებას. შენობებს შორის არის 120 წლის ორთქლის წისქვილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა. 

დღესვე, რაკეტები ჩააგდეს ქალაქ სლოვიანსკში, სადაც უკრაინელი სამხედროები დაშავდნენ. მძიმე მდგომარეობაა ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში, სადაც შენობის ნანგრევებში 44 ადამიანის ცხედარი იპოვეს. შენობა, დროებით ოკუპირებულ იზიუმში მარტში დაიბომბა. 

პარალელურად კი, უკრაინელი სამხედროები ახერხებენ ხარკოვის ოლქის სოფლების გათავისუფლებას რუსული არმიისგან. მტერმა სოფელი ბეზრუკი უკვე დატოვა - სოფელში ამ დრომდე არაა ელექტროენერგია, არის საკვების პრობლემაც, ამიტომ უკრაინელი მოხალისეები მათ ყოველდღიურად ეხმარებიან. 

უკრაინული მხარე ამბობს, რომ 24 თებერვლის შემდეგ 25 ათასი  რუსი ჯარისკაცია დაღუპული. "ალ ჯაზირას" ობიექტივში მოხვდა მატარებელი, რომლის ვაგონიც სავსეა რუსი სამხედროების ცხედრებით. მათ პირად ნივთებშია დიდი ოდენობით სამკაული, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებიდან მაროდიორობის შედეგად წამოიღეს.

დღის ამბები