ისრაელში, სავარაუდო ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. შემთხვევა ქალაქ ელადში ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა.
მედიის ინფორმაციით, პარკში გამვლელებს ორი პირი დაესხა თავს - მათგან ერთმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, მეორემ კი ცივი იარაღი გამოიყენა. კრიტიკულია ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა. პოლიცია ამჟამად თავდამსხმელებს ეძებს.