27 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
"ევროპის სახალხო პარტია" მიმართავს პასუხისმგებელ პირებს, სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სათანადო კლინიკაში საქართველოში ან საზღვარგარეთ

"ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და პასუხისმგებელი პირებისგან ადეკვატური ღონისძიებების გატარებას და მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობას მოითხოვს. 

,EPP" "ქართულ ოცნებას მოუწოდებს აღიაროს სიტუაციის სერიოზულობა და შესაძლო შეუქცევადი შედეგები. ასევე ,, ევროპის სახალხო პარტია" მიმართავს პასუხისმგებელ პირებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი სათანადო კლინიკაში საქართველოში ან საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მიზნებით, სადაც მას შეეძლება, მიიღოს კვალიფიციური მკურნალობა და რეაბილიტაცია

"უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ცნობებით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილია ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და უარესდება.

სახალხო დამცველის დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის უკანასკნელი ანგარიშში ნათქვამია, რომ სააკაშვილს აწუხებს გართულებების რთული ჯაჭვი – მდგრადი პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობით და ანორექსიით, რომელიც ხანგრძლივი შიმშილობის შემდგომ არაადეკვატური მკურნალობის შედეგად ჩამოუყალიბდა. ექსპერტთა ჯგუფი ამტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა სამედიცინო რეკომენდაცია, რამაც სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება გამოიწვია. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მთავრობაა. ეს არჩევანის საკითხი არაა, არამედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.

ვგმობთ მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერების ცილისმწამებლურ თავდასხმებს ოპოზიციაზე, სახალხო დამცველზე, დამოუკიდებელ ექიმებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.

მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, "ქართულ ოცნებას", აღიაროს სიტუაციის სერიოზულობა და ის შესაძლო შეუქცევადი შედეგები. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი სათანადო კლინიკაში საქართველოში ან საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მიზნებით, სადაც მას შეუძლია, მიიღოს კვალიფიციური მკურნალობა და რეაბილიტაცია.

ყოფილი პრეზიდენტის არასათანადო მოპყრობა, მისი უფლებადაკარგულად გამოცხადება ან სიკვდილი, ლაკმუსის ქაღალდი გახდება საქართველოს მთავრობისთვის ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაში, და ასევე მნიშვნელოვანი ევროპული მისწრაფებების ჭრილში,"- აღნიშნულია "ევროპის სახალხო პარტიის" განცხადებაში.

დღის ამბები