ჯენ ფსაკი თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობას 13 მაისს დატოვებს, მას ამ პოსტზე კარინ ჟან-პიერი შეცვლის.
კარინ ჟან-პიერი იქნება პირველი შავკანიანი ქალი და ასევე პირველი ღიად გეი ადამიანი, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს.
კარინ ჟან-პიერი ჰაიტიზე დაიბადა და ამერიკაში ბავშვობაში გადავიდა საცხოვრებლად. კარინ ჟან-პიერი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში პრესმდივნის მოადგილედ მუშაობდა.