27 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
აპრილის თვეში საქართველოში 250 ათასამდე ტურისტი შემოვიდა - ტურისტული სექტორი ხანგრძლივი პანდემიის შემდეგ აღდგენას იწყებს

ტურისტული სექტორი ხანგრძლივი პანდემიის შემდეგ აღდგენას იწყებს. თბილისის ქუჩებსა და კაფე-ბარებში უკვე გამოჩდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოგზაურები, ნელ-ნელა ივსება სასტუმროებიც.

ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ აპრილის თვეში, საქართველოში 250 ათასამდე ტურისტი შემოვიდა, რაც 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 185%-იან ზრდას შეადგენს. ამაზე სავარაუდოდ უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოსულმა მოქალაქეებმაც იმოქმედეს. 

სულ კი წელს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბა, რაც აისახა ტურისტული სექტორის შემოსავალზე. იანვარ-მარტის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა თანხამ 393 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

დღის ამბები