27 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ყურადღებით მოეკიდოს" - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი მთავრობას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ყურადღებით მოეკიდოს. კელი დეგნანის განცხადებით, ომბუდსმენის ოფისის მიმართ სრული ნდობა არსებობს. დიპლომატი ამბობს, რომ საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მოვუწოდებთ მისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენისკენ. ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც ახორციელებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს. ეს არის ადამიანი, რომელსაც კონსტიტუციით მინიჭებული აქვს მანდატი, რომ დაიცვას საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება. სახალხო დამცველის ოფისი ძალიან კარგ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ახორციელებს და გვაქვს მისი რეკომენდაციების, როგორც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოქმედების საუკეთესო კურსის, მიმართ სრული ნდობა," – ამბობს კელი დეგნანი.

 

დღის ამბები