27 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" აქციების დროს პოლიციის მხრიდან გამოყენებული ძალის პროპორციულობაზე ანგარიში წარადგინა

"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, პროტესტისა და გამოხატვისა ფუნდამენტური უფლების რეალიზების კუთხით, დარღვევებისა და გამოწვევების შესახებ ანალიზი წარადგინა.

ანგარიშში შეფასებულია 2021 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით გამართული საპროტესტო დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან გამოყენებული ძალის პროპორციულობა. შეფასებულია 5 ივლისის მოვლენები.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე უპასუხეს მმართველ გუნდში. გიორგი ამილახვრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სამართალდამცავი ორგანოები აღნიშნულ აქციებზე მართლწესრიგის სადარაჯოდ დგანან.

დღის ამბები