27 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
უკრაინას არ სურს გაყინულ კონფლიქტში შესვლა - ზელენსკი

უკრაინას არ სურს გაყინულ კონფლიქტში შესვლა - განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ "უოლ სტრით ჯორნალის" აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სამიტზე გააკეთა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართვისას თქვა, ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც სახელმწიფოთა ლიდერებს შორის დიალოგი შედგება.

"უკრაინის მთავარი ამოცანააა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყირიმი იქნება უკრაინის ტერიტორიის ნაწილი და ყველაფერს ვნახავთ რისი გაკეთება შეიძლება ომის შემდეგ დიპლომატიის გზით. ამიტომ უნდა ვიდგეთ ძლიერად. ამის შემდეგ მოლაპარაკებების ფორმატი შეიცვლება, არ ვიცი ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, ამ მხრივ არანირი გარანტია არ არსებობს.

ჩვენ ჯერ ომი უნდა შევაჩეროთ. ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მაშინ იქნება თუ მოხდება სახელმწიფოების ლიდერების დიალოგი, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. ჩვენ არ გვსურს გაყინულ კონფლიქტში შესვლა. იყო ორი დოკუმენტი, რომელზეც ხელი უნდა მოწერილიყო. შეთანხმება ვერ შედგა. დონბასის საკითხიც გაყინული კონფლიქტი იყო, მე ამ დოკუმენტის წინააღმდეგი ვარ.

ეს დიპლომატიური ჭაობია და უკრაინა იქ თავის ამოყოფას არ აპირებს. ვფიქრობ მნიშვნელოვანია საუბრის გაგრძელება. მაგრამ, სანამ რუსეთის პრეზიდენტი არ მოაწერს ხელს, ან არ გააკეთებს ოფიციალურ მოწოდებას, მანამდე ვერ ვხედავ ძალას ამ მოლაპარაკებებში," - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები