უკრაინაში ომის 70-ე დღეა. რუსეთის ძალებმა ღამით რამდენიმე ქალაქზე საჰაერო იერიში მიიტანეს. დონეცკში დაბომბვების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 27.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის ჯარებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში 20-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, აფეთქებები იყო ლვოვში, სადაც რკინიგზის ორი ქვესადგური დაზიანდა; ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მოსახლეობის ნაწილს.
რუსებმა იერიში მიიტანეს ხერსონზეც. დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი.
CNN-ის ინფორმაციით, კი ირპენიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ, ქალაქში 290 ცხედარი იპოვეს.
დღეს ადგილობრივი დროით 8 საათიდან უნდა გაგრძელდეს მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია. ზაპოროჟიეს მიმართულებით 4 ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყობა.