27 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
საგარეჯოდან დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახი მეორე დღეა ეძებს

მეორე დღეა საგარეოჯოდან დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები სოციალური ქსელით ავრცელებენ. 

ლაშა მათიაშვილი გუშინ დილის 6 საათზე ხაშმის მონასტრიდან გავიდა, რის შემდეგაც ის არავის უნახავს.

"მას აცვია ლურჯი ქურთუკი, თეთრი მაისური, შავი შარვალი და შავი კედები, ასევე ყავისფერი ზურგჩანთაც ჰქონდა, როცა მონასტრიდან გავიდა.

ნებისმიერი ინფორმაციისთვის დარეკეთ:

511 12 58 76;
598 25 79 95;
574 37 04 73;

პოლიციაც ეძებს," - წერენ დაკარგულის ოჯახის წევრები.

დღის ამბები