კიევის ოლქში, პოლიციის მონაცემებით, ოკუპანტების მიერ მოკლული 1202 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 280 ცხედრის ამოცნობა ვერ მოხერხდა, ასობით ადამიანი კი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული.