27 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
კახეთში 2 წლის წინ გაუჩინარებული ქალის სავარაუდო მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეზობლის სახლში დაკარგულის პირადი ნივთები იპოვეს

სოფელ შალაურში საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება. კახეთში ორი წლის წინ დაკარგული ქალის ცხედარს ეძებენ - ოჯახი ახალი გარემოებების საფუძველზე, მკვლელობის შესახებ საუბრობს და გაუჩინარებული ქალის მკვლელობაში მეზობელს ადანაშაულებს.

არსებული ინფორმაციით, სულ ცოტა ხნის წინ მეზობლის სახლში იპოვეს ქოლგა, რომელიც დაკარგულს ეკუთვნოდა. ახლა ექსპერტებმა ეზო უნდა გადათხარონ და ნახონ, რეალურია თუ არა ოჯახის ინფორმაცია.

ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, მეზობელმა მეზობელი მოკლა და საკუთარ ეზოში დამარხა.

გარდაცვლილი ქალის შვილი აცხადებს, რომ ეჭვმიტანელი ქალის სახლის სარდაფში დედამისის კუთვნილი ქოლგა იპოვნეს.

"იმ სარდაფში, სადაც დედაჩემი ყავდა დაბმული, დედაჩემის ქოლგა ვიპოვეთ,"- აცხადებს გარდაცვლილის შვილი. 

შეგახსენებთ, რომ 68 წლის ქალი კახეთში 2 წლის წინ გაუჩინარდა. გამოძიება ამ დრომდე 115-ე მუხლით მიმდინარეობს. 

68 წლის ქალი 2 წლის წინ დაიკარგა, ოჯახი მას ამ დრომდე ეძებდა. ეჭვმიტანილი, ასაკოვანი ქალი აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის და ის ცილისწამების მსხვერპლია. 

გარდაცვლილის შვილი ამბობს, რომ მისი დედის გაუჩინარების შემდეგ ეჭვმიტანილი უცნაურად იქცეოდა - მთელი დღის განმავლობაში, მეზობელი ქალის სახლიდან მუსიკის ხმა გამოდიოდა. 

ამავეს ჰყვებიან ადგილობრივებიც და აღნიშნავენ, რომ გარდა მუსიკისა, ასაკოვანი ქალის სახლიდან კაკუნის ხმაც ისმოდა. 

არსებობს ვერსია, რომ ეჭვიმტანელმა მსხვერპლი ფულის გამო მოკლა.

დღის ამბები