27 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
მომღერალ აჩი მეფარიძეს მოქალაქე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს - შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მომღერალ აჩი მეფარიძეს მოქალაქე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ლელა ჯუღელი "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ჰყვება, რომ შემთხვევა ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. კონფლიქტის მიზეზი საავტომობილო მოძრაობა გახდა, რამაც გადაადგილება შეაფერხა.

ლელა ჯუღელი ამტკიცებს, რომ ამ ფაქტით გაღიზიანებულმა მომღერალმა მას ჯერ შეაგინა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.

ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. თავად მომღერალი მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

დღის ამბები