მოლდოვის სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.
უწყების ცნობით, თავდასხმა საზღვარგარეთიდან პრორუსულმა დაჯგუფება "ქილ ნეთმა" განახორციელა. ამჟამად, პასუხისმგებელი ორგანოები სამთავრობო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების მოსაგერიებლად აუცილებელ ზომებს იღებენ.