ერაყის უსაფრთხოების ძალებმა, ამფეტამინის ტიპის სტიმულატორის - "კაპტაგონის" 6 მილიონზე მეტი აბი ამოიღეს. ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი უკვე დააკავეს. ეჭვმიტანილთაგან 3 ერაყის მოქალაქეა, ოთხი კი არაბული ქვეყნებიდან.
ოფიციალური ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება ბაღდადსა და რამდენიმე პროვინციაში რეალიზაციისთვის იყო გამზადებული.