27 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ვაშინგტონში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართეს 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა სერგო ჩიხლაძემ და გიორგი ვაშაძემ, ვაშინგტონში პირველი ოფიციალურ შეხვედრა კეტრინ რაისთან და ადამ კინზიგერთან გამართეს. გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის 19 აპრილის შეთანხმება, რომელსაც ხელი ამერიკული და ევროპული მხარეების წარმომადგენლების ჩართულობით მოეწერა.

საუბარი, ასევე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხსაც შეეხო. ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ყველაზე მეტად ახლა მხარდაჭერა სჭირდება. ოპოზიციური ლიდერები ვაშინგტონში შეხვედრებს მომდევნო ერთი კვირის მანძილზე განაგრძობენ სადაც კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

დღის ამბები