27 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
"ბორჯომი" წარმოებას დროებით აჩერებს - რა გახდა ორივე ჩამომსხმელი ქარხნის გაჩერების მიზეზი

კომპანია "IDS ბორჯომი" საბანკო ანგარიშების შეზღუდვის გამო წარმოებას დროებით აჩერებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.

კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.

იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება  უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, "ბორჯომის" მფლობელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, მიხაილ ფრიდმანია. მან კომპანიის აქციები წლების წინ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან შეიძინა.

დღის ამბები